ისლამაბადი და ანკარა შეთანხმდნენ, რომ რუსეთიდან პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მიმართულებით, გაზსადენის მშენებლობის საკითხზე ითანამშრომლებენ. კერძოდ, თურქეთი, რუსეთ-პაკისტანის გაზსადენის მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას.
შეთანხმება პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის, სამარყანდში, „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში შეხვედრისას შედგა.
მედიის ცნობით, ლიდერებმა „შეთანხმებას ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისა და ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელებაზე, მათ შორის გაზის მიწოდებაზეც მიაღწიეს“.