Die Welt: გერმანია უკრაინისთის 18 თვითმავალი ჰაუბიცის მიწოდებას დათანხმდა

ორთვიანი მსჯელობის შემდეგ, გერმანიამ 18 თვითმავალი ჰაუბიცის მიწოდების შესახებ უკრაინის თხოვნა დააკმაყოფილა იტყობინება Die Welt-ი.

Die Welt-ი წერს, რომ კიევმა ჰაუბიცების მიწოდება ივლისის შუა რიცხვებში ითხოვა.

გერმანიაში უკრაინის ელჩმა ანდრი მელნიკმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა იარაღის ექსპორტსა და დაფინანსებას დათანხმდა.

მწარმოებლის წინადადების მიხედვით, რომელიც ასევე მოიცავს ტრენინგს და სათადარიგო ნაწილების მიწოდებას, პირველი RCH-155 ჰაუბიცები მზად გადასაზიდად არაუგვიანეს 30 თვეში იქნება. უკრაინული წყაროების თანახმად, KMW-ს (მწარმოებელი, რედ.) არ სურდა წარმოების დაწყება, ვიდრე გერმანიის მთავრობისგან არ იქნებოდა მკაფიო სიგნალი, რომ იარაღის ექსპორტი უკრაინაში შეიძლებოდა.

გერმანიამ უკრაინას უკვე მიაწოდა ათი ასეთი თვითმავალი ჰაუბიცა.

შგეახსენებთ, საბერძნეთი და გერმანია, უკრაინისთვის საბრძოლო მანქანების გადაცემაზე შეთანხმდნენ.