რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ორდღიანი ვიზიტით ჩინეთს ეწვია

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი ჩინეთში ორდღიანი ვიზიტის დროს, ჩინეთ-რუსეთის სტრატეგიული უსაფრთხოების რიგით მე-17 კონსულტაციებს და ჩინეთ-რუსეთის უსაფრთხოების ძალების თანამშრომლობის რიგით მე-7 შეხვედრას დაესწრება. ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვიზიტს წინ უძღოდა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირველი მოლაპარაკებები უზბეკეთში, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.