ესტონეთი უკრაინას სამხედროების მომზადებაში ეხმარება.
შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა.
თავის მხრივ, ესტონეთის თავდაცვის ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მარტინ ჰერემმა განაცხადა, რომ NATO-მ უნდა განაგრძოს უკრაინის დაუყოვნებლივი სამხედრო დახმარება.
შეგახსენებთ, რომ პარტნიორი ქვეყნები უკრაინელი სამხედროების წვრთნაში აქტიურად არიან ჩართულნი.