Reuters-ის ცნობით, ევროკომისიამ რეკომენდაცია გაუწია უნგრეთისთვის დაახლოებით 7,5 მილიარდი ევროს დაფინანსების შეჩერებას, რისი მიზეზიც კორუფციაა. ეს არის პირველი შემთხვევაა 27 ქვეყნისგან შემდგარ ბლოკში, რომელმაც სანქცია კანონის უზენაესობის უკეთესად დაცვის მიზნით დააწესა.
ევროკომისარმა იოჰანე სჰანმა განმარტა, რომ კომისია რეკომენდაციას უწევს უნგრეთისთვის გათვალისწინებული თანხების დაახლოებით მესამედის შეჩერებას ბლოკის საერთო ბიუჯეტიდან 2021-27 წლებისთვის.
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სამი თვის ვადა აქვთ, რათა ეს საკითხი ამ საკითხი განიხილონ. ხსენებულ ინიციატივას მისაღებად სულ მცირე 15 ქვეყნის თანხმობა სჭირდება.
უნგრული მხარე აცხადებს, რომ დაფინანსების შესანარჩუნებლად, ყველა პირობას შეასრულებს.