გერმანამ უკრაინას დამატებით ორი Mars II მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა და 50 ჯავშანტრანსპორტიორი Dingo გადასცა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს Twitter-ზე ინფორმაცია, უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.
გარდა ამისა, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სექტემბრის ბოლოდან გერმანიაში უკრაინელი სამხედროებისთვის საწვრთნელო პროექტები დაემატება და უფრო მეტ სამხედროს მოამზადებენ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ გერმანია უკრაინას, კიდევ ოთხ თვითმავალ ჰაუბიცა PzH-ს გადასცემს.