გერმანია უკრაინას, კიდევ ოთხ თვითმავალ ჰაუბიცა PzH-ს გადასცემს

გერმანია უკრაინას, კიდევ ოთხ Panzerhaubitze 2000-ის თვითმავალ საარტილერიო დანადგარსა და ჭურვებს გადასცემს. ამის შესახებ დღეს გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ განაცახდა.

ივლისის ბოლოს უკრაინამ გერმანიისგან, სამი PzH მიიღო. BBC-ის ცნობით, ამავდროულად, გერმანელებმა მწვანე შუქი აანთეს PzH 2000-ის მწარმოებელს, რომ უკრაინისთვის მიეწოდებინა 100 სისტემა, რომლის ღირებულებაც ჯამურად 1,7 მილიარდ ევროს შეადგენს.