ამერიკელი სენატორები ორშაბათს საღამოს (ვაშინგტონის დროით) შეხვდებიან და უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დახურულ დებატებს გამართავენ.
ამის შესახებ CNN-ი ორ წყაროზე მითითებით იუწყება, რომლებიც აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში მუშაობენ.
შეხვედრა სენატში უკრაინის წარმატებული კონტრშეტევის ფონზე გაიმართება.