მექსიკაში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

მექსიკაში 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 

ეროვნული სეისმოლოგიური სააგენტოს ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი წყნარი ოკეანის სანაპიროზე, მიჩოაკანის შტატში, კოალკომანიდან სამხრეთით 59 კილომეტრში იყო.

წყნარი ოკეანის ცუნამის ცენტრმა მექსიკისთვის, ცუნამის შესახებ გაფრთხილება გამოაქვეყნა. მეხიკოში განგაში ამოქმედდა, ათიათასობით ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. ბიძგები მიწისძვრებზე რეაგირების მასშტაბური წვრთნების დაწყებიდან ერთ საათზე ნაკლებ დროში მოხდა.

შეგახსენებთ, რომ 1985 წლის 19 სექტემბერს მექსიკის დედაქალაქში 8,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 5000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.