იაპონიას ძალიერი ქარიშხალი „ნანმადოლი“ დაატყდა თავს - დაიღუპა, სულ მცირე 2 ადამიანი

იაპონიას ძალიერი ქარიშხალი „ნანმადოლი“ დაატყდა თავს. სტიქიურ უბედურებას ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, კუნძულ კიუშუზე სულ მცირე 2 ადამიანი ემსხვერპლა, 90-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

9 მილიონ ადამიანს ევაკუაცია უბრძანეს, რის გამოც ათობით ათასმა ადამიანმა ღამე თავშესაფრებში გაატარა. ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე 2 მსხვერპლის შესახებ.

როგორც მოსალოდნელია, სტიქია უახლოეს პერიოდში ქვეყნის ყველაზე დიდ კუნძულ ჰონსიუს დაატყდება თავს.