იარაღისა და სამხედრო ტექნიკის უკრაინული მწარმოებელი (Ukroboronprom), NATO-ს წევრ სახელმწიფოსთან ერთად საბრძოლო მასალის ქარხანას აშენებს.
შესაბამის ხელშეკრულებას მხარეებმა ხელი უკვე მოაწერეს.
უკრაინის მთავარ თავდაცვის კომპანიას არ დაუკონკრეტებია NATO-ს წევრი ქვეყნის სახელი, მაგრამ განაცხადა, რომ შეთანხმება უკვე გაფორმებულია.
Ukroboronprom-მა არც ქარხნის ადგილმდებარეობის შესახებ გაასაჯაროვა დეტალები.
Ukroboronprom-ი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დახმარებას განაგრძობს.