უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, რუსეთის პრეზიდენტის ტელემიმართვას გამოეხმაურა.
„ჯერ კიდევ გეგმის მიხედვით მიდის, არა?“ - წერს პოფოლიაკი Twitter-ზე პუტინზე.
„რუსებმა, რომლებიც მოითხოვდნენ უკრაინის განადგურებას, საბოლოოდ მიიღეს:
1. მობილიზაცია;
2. ჩაკეტილი საზღვრები, საბანკო ანგარიშების დაბლოკვა;
3. ციხე დეზერტირებისთვის;
4. სპეციალური რაზმები „დაქვეითებულთა“ IK-ში";
ეს ჯერ კიდევ გეგმის მიხედვით მიდის, არა? ცხოვრებას დიდი იუმორის გრძნობა აქვს", - წერს პოდოლიაკი.
დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.