თურქეთის შემდეგ, Mir-ის ბარათების მიღება სომხეთის, ვიეტნამისა და ყაზახეთის ბანკებმაც შეწყვიტეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ვიეტნამური ბანკის BIDV-ისა და ყაზახეთის „ხალიკ ბანკის“ სატელეფონო ცენტრებმა განაცხადეს, რომ Mir-ის ბარათების მიღება შეწყვიტეს, თუმცა მანამდე NSPK-ის ვებსაიტზე პარტნიორებს შორის ფიქსირდებოდნენ.
„ვიეტნამური BIDV-ის სატელეფონო ცენტრის ცნობით, ისინი აღარ იღებენ რუსული გადახდის სისტემის Mir ბარათებს. ბანკის თანამშრომლის თქმით, BIDV აგრძელებს VISA, Mastercard, Western Union, JCB, UnionPay ბარათების და სისტემების მომსახურებას.
ყაზახეთის სახალხო ბანკმა (ხალიკ ბანკმა) ასევე შეწყვიტა Mir-ის ბარათების მიღება, მის ბანკის სატელეფონო ცენტრი იტყობინება, რომ რუსულ ბარათებს არც ტერმინალებით და არც ბანკომატებით არ ემსახურება“, - ნათქვამია სტატიაში.