კიევში შეერთებული შტატების ელჩის, ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმული ყველა ნაბიჯი მათ მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს.
„ყალბი რეფერენდუმები და მობილიზაცია არის რუსეთის სისუსტის, წარუმატებლობის ნიშნები. შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის ტერიტორიებზე, რომლის ანექსიასაც აპირებს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მანამდე, ვიდრე ეს დასჭირდება", - წერს ბრინკი. Twitter.
დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება.
ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.