გერმანიის პოლიცია ერთ-ერთი უმდიდრესი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის ბავარიის მამულში ჩხრეკას ატარებს.
ჩხრეკა მიმდინარეობს უსმანოვის საკუთრებაში არსებულ რამდენიმე ობიექტზე ტეგერნსეს ტბის მიდამოში, რომელიც მიუნხენის სამხრეთით 60 კილომეტრშია. როგორც ცნობილია, 2014 წლის შემდეგ უსმანოვი დროის მნიშვნელოვან ნაწილს იქ ცხოვრობდა. ძებნას ფედერალური კრიმინალური პოლიციისა და საგადასახადო საგამოძიებო სამსახურის 250 თანამშრომელი აწარმოებს.
მედიის ცნობით, მანამდე რამდენიმე თვით ადრე გამომძიებლებმა შეაგროვეს ინფორმაცია, რომელიც ჩხრეკის საფუძველი გახდა.
ჩხრეკის მიზანია, უსმანოვის წინააღმდეგ სავაჭრო კანონების დარღვევის, ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ეჭვებზე მტკიცებულებების მოძებნა. არაოფიციალურად, გამოცემამ შეიტყო, რომ 2014 წლიდან 2022 წლამდე პერიოდში უსმანოვს გერმანიაში შეეძლო გადასახადების გადახდისთვის თავის არიდება. სავარაუდოდ მან 555 მილიონი ევრო დამალა.
გერმანიის ხელისუფლება უფრო აქტიურად უსმანოვით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ის შეიყვანეს ევროკავშირის სანქციების სიაში (რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით) შეიყვანეს, ვინაიდან ის პუტინის ახლო წრიდანაა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უსმანოვის დის და კიდევ რამდენიმე ადამიანის გვარი ევროკავშირის სანქციების სიიდან გაქრა.