ესტონეთმა თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ (მშპ-ს მინიმუმ 2,7%-მდე) გამოაცხადა. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა ეროვნული მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ამას უსაფრთხოების არსებული ვითარება მოითხოვს.
მინისტრმა გაიხსენა, რომ NATO-ში გაწევრიანება მოითხოვს მშპ-ს 2%-ს, როგორც წევრ ქვეყანას, მაგრამ ესტონეთმა უკვე გადააჭარბა ამ მაჩვენებელს.