დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა დაადასტურა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში „სახალხო რესპუბლიკებში“ დაკავებული ბრიტანეთის ხუთი მოქალაქე გაათავისუფლეს.
„ამით დასრულდება გაურკვევლობისა და ტანჯვის თვეები - მათთვის და მათი ოჯახებისთვის"- აღნიშნა ტრასმა.
მან მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ ზელენსკის და საუდის არაბეთს პატიმრების გათავისუფლებაში დახმარებისთვის
„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო დაკავებულების დაუნდობელი ექსპლუატაცია პოლიტიკური მიზნებისთვის“, - დასძინა ბრიტანეთის პრემიერმა.
მანამდე Reuters-მა საუდის არაბეთის წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა 10 სამხედრო ტყვე გაათავისუფლა, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, ხორვატიისა და მაროკოს მოქალაქეები.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ გათავისუფლებულთა შორის იყო ეიდენ ასლინი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდა და აპრილში ტყვედ აიყვანეს.
მას სიკვდილით დასჯა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მიუსაჯეს. დანარჩენების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.