რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ „რუსეთის ფედერაციის დასაცავად“, უახლესი და ბირთვული იარაღის გამოყენება დაუშვა.
„რუსეთი აუცილებლობის შემთხვევაში თავდაცვისთვის ნებისმიერ იარაღს გამოიყენებს, მათ შორის ბირთვულს ან ისეთს, რომელიც „ახალი პრინციპებით“ მუშაობს“. ამის შესახებ, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა თავის „ტელეგრამ-არხზე“ დაწერა.
მედვედევმა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სატელევიზიო მიმართვაში 21 სექტემბერს გამოცხადებულ მთავარ გადაწყვეტილებებზე კომენტარი გააკეთა.
„რუსეთმა გამოაცხადა, რომ ასეთი თავდაცვისთვის, შესაძლოა, გამოყენებული იყოს არა მხოლოდ სამობილიზაციო შესაძლებლობები, არამედ ნებისმიერი რუსული იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული და ისეთი იარაღი, რომელიც ახალი პრინციპებით მუშაობს“, - აღნიშნა მედვედევმა.