ლიეტუვის სეიმმა, დღეს სასწრაფოდ მიიღო ცვლილება კანონში, რომელიც ქვეყანაში რუსეთისა და ბელორუსის არხების მაუწყებლობის დროებით აკრძალვასა და მათი პროდუქციის ინტერნეტში გავრცელებას ითვალისწინებს.
ასევე აკრძალულია რადიო და სატელევიზიო გადაცემების გავრცელება, რომლებიც შექმნილია იმ პირების მიერ, ვინც პირდაპირ ან ირიბად ფინანსდებიან და რუსეთისა და ბელორუსის სახელმწიფო სტრუქტურები აკონტროლებენ.
ცვლილების მიღების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ ლიეტუვის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადა 16 სექტემბერს ამოიწურა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, რუსული სახელმწიფო მედიის მაუწყებლობის აკრძალვასაც მოიცავდა.
ახლა საგანგებო მდგომარეობა რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში შენარჩუნდა, თუმცა ლიეტუველი ოფიციალური პირების თქმით, ეს ქვეყანაში რუსული პროპაგანდის დაბრუნების მიზეზი ვერ გახდება.
„ლიეტუვისთვის, რომელსაც გარე საზღვარი აქვს როგორც რუსეთთან, ასევე ბელორუსთან, ძალზე მნიშვნელოვანია საზოგადოებისა და საინფორმაციო სივრცის ეფექტური დაცვა ინფორმაციის საფრთხეებისგან“, - თქვა სეიმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ვიტაუტას იუოზაპიტისმა.
მაუწყებლობის დროებითი აკრძალვა 2024 წლის ოქტომბრამდე გაგრძელდება.