პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, გერმანია განმარტავს, რა პირობებით მიიღებს რუსეთის მოქალაქეებს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რეჟიმს და ტოვებენ ქვეყანას, შეიძლება, პოლიტიკური დევნისგან გაქცეულად მივიჩნიოთ. მან განმარტა, რა შემთხვევაში იღებს გერმანია დეზერტირებს.

მინისტრის განმარტებით, ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან პუტინის რეჟიმს და ამით დიდ საფრთხეში აღმოჩნდება, შეუძლია, თავშესაფარი პოლიტიკური დევნის მოტივით მოითხოვოს.

„როგორც წესი, დეზერტირები, რომლებსაც სასტიკი რეპრესიები ემუქრებათ, გერმანიაში საერთაშორისო დაცვას იღებენ“, - განაცხადა ფეზერმა და დაამატა, რომ თავშესაფრის მინიჭება ცალკეული გადაწყვეტილებაა.


ცნობისთვის, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მობილიზაციას არიდებენ თავს. ფინეთი გეგმავს, რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად შეუზღუდოს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ რუსეთში, საკუთარი სამოქალაქო მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმა, სხვა ქვეყანაში თავშესაფრის მინიჭებისთვის საკმარისი მიზეზი არ არის

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, ათასობით რუსი გაემგზავრა ქვეყნებში, სადაც რუსებს უვიზოდ შესვლა შეუძლიათ, მათ შორის არიან სომხეთი, ბელორუსი, საქართველო, სერბეთი, ყაზახეთი და მონღოლეთი.