ყაზახეთმა ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა გააუქმა. ამსი შესახებ მედია ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.
შესაბამის განკარგულებას ხელი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრმა იერბოლ კარაშუკევმა მოაწერა.
შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა 5 ივლისიდან 30 სექტემბრამდე დაწესდა.
19 მარტს გაეროს გენერალური მდივანმა, ანტონიუ გუტიერეშმა განაცახდა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა.
31 მარტს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტი დროებით შეზღუდა.
მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, წლის ბოლომდე ჭვავის, ქერის, წიწიბურის, ფეტვის, შაქრის, მარილისა და ხორცის ექსპორტი იკრძალება.
12 აპრილს ბელორუსის ხელისუფლებამ ქვეყნიდან წიწიბურას, შაქრის, მარილისა და მაკარონის გატანაზე შეზღუდვა დააწესა.