ტაშკენტი ნიუ-დელისთან ვაჭრობის გაზრდის მიზნით, „უზბეკეთი - თურქმენეთი - ირანი - ინდოეთის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას განიხილავს

ტაშკენტი ნიუ-დელისთან ვაჭრობის გაზრდის მიზნით, „უზბეკეთი - თურქმენეთი - ირანი - ინდოეთის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას განიხილავს. ინფორმაციას UzDaily.uz ავრცელებს.

„უზბეკეთი-თურქმენეთი-ირანი-ინდოეთის“ სატრანსპორტო დერეფნის განვითარება ირანის პორტ ჩაბაჰარის გავლით უნდა მოხდეს. ეს საკითხი აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) და უზბეკეთის ინვესტიციების და საგარეო ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაზე განიხილეს. 

მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ახალი სატრანსპორტო მარშრუტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავებაზე შეთანხმდნენ. საგულისხმოა, რომ უზბეკეთსა და ინდოეთს შორის ვაჭრობის იზრდება და მოკლევადიან პერსპექტივაში $1 მილიარდს შეადგენს.

„მარშრუტის მიზანია ასევე უზრუნველყოს პროდუქციის მიწოდების უწყვეტობა ცენტრალური აზიისა და ინდოეთის ქვეყნების სავაჭრო ბრუნვის ფარგლებში, რომელიც წელიწადში 3,2 მილიარდ დოლარს აღწევს“, - წერს თურქმენეთის მედია წყაროზე დაყრდნობით.