უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს (Shahed-136) კამიკაძე-დრონი, რომელსაც რუსული ჯარები, მიკოლაივზე თავდასხმის მცდელობისას იყენებდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„25 სექტემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, საჰაერო სარდლობის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს Shahed-136 კამიკაძე-დრონი, რომელსაც რუსეთის საოკუპაციო ძალები იყენებდნენ მიკოლაივზე თავდასხმის მცდელობისას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
25 სექტემბერს, რუსეთის ძალებმა კამიკაძე-დრონით, ოდესას კვლავ შეუტიეს. მტერმა სამჯერ დაარტყა ადმინისტრაციულ შენობას ქალაქის ცენტრში.