უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ მელიტოპოლში აფეთქება მოხდა. მედია წერს, რომ იქ დღეს ე.წ. რეფერენდუმი ტარდება.
„ძლიერი აფეთქება მელიტოპოლის ჩრდილოეთ ნაწილში. წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ცეცხლი ერთ-ერთ ავტომობილს გაუჩნდა“, - წერს ფედოროვი და აღნიშნავს, რომ სხვა ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ.