ილჰამ ალიევი: ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისკენ ვისწრაფით

აზერბაიჯანი ეძებს გამოსავალს იმ რთული სიტუაციიდან, რომელიც რეგიონში ბოლო 30 წლის განმავლობაში შეიქმნა. მშვიდობა აუცილებელია ყველა ქვეყნისთვის, რეგიონის ყველა ხალხისთვის.

ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინთან შეხვედრაზე განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები ოფიციალური ბაქოს დღის წესრიგში ყოველთვის იყო.

ამასთან, ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან სამარყანდში SCO-ს სამიტზე ბოლო შეხვედრაც გაიხსენა.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვისწრაფვით გრძელვადიანი მშვიდობისკენ, ისევე როგორც მეზობელ ქვეყნებთან ყველა პრობლემისგან, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში არსებული რთული სიტუაციის აღმოფხვრას“, - განაცხადა ალიევმა. 

ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.