სერბეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთთან საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ორმხრივი „კონსულტაციებისთვის“, იტყობინება AP ბალკანურ მედიაზე დაყრდნობით.
ხელმოწერა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე შედგა. დოკუმენტი სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოლა სელაკოვიჩმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააფორმეს.
Associated Press-ი წერს, რომ „ალექსანდრ ვუჩიჩი ნიუ-იორკში ლავროვს შეხვდა და აუდიენციისას ყურადღება გაამახვილეს რუსეთ-სერბეთის ურთიერთობების შემდგომ დინამიკურ განვითარებაზე".
„სერბეთის პროდასავლური ოპოზიციის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსეთთან უახლესი შეთანხმების ხელმოწერა იმის ნიშანია, რომ ვუჩიჩმა უარი განაცხადა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, - წერს AP.
თავის მხრივ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრ ვულინმა, რომ „რუსეთთან თანამშრომლობის გაფართოება, არა წარსულის პატივისცემა, არამედ სამომავლოდ, პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებაა“.