რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში, სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა, დაშავებულია 21 ადამიანი. დაღუპულთა შორის შვიდი, დაშავებულთა შორის კი 14 არასრულწლოვანია.

სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. პოლიციამ მისი ცხედარი იპოვა.

ადგილზე სამედიცინო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ. 

შეგახსენებთ, რომ თავდამსხმელი სკოლაში დღეს შეიჭრა და ბავშვების მიმართულებით იარაღიდან ისროლა.