სომხეთმა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (ОДКБ) ორგანიზაციის სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. წვრთნები 26 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით, ყაზახეთშია დაგეგმილი.
მიზეზად აზერბაიჯანთან სასაზღვრო კონფლიქტი სახელდება.
„აზერბაიჯანის მიერ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განხორციელებული აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრომ, შეიარაღებული ძალებისთვის დაკისრებული ამოცანების საფუძველზე, გადაწყვიტა თავი შეიკავოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (ОДКБ) ორგანიზაციის სამხედრო წვრთნებში, რომელიც ყაზახეთშია დაგეგმილი“, - აცხადებენ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
ცნობისთვის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვართან, შეიარაღებულ ძალებს შორის ინტენსიური შეტაკებები 12 სექტემბერს, ღამით დაიწყო.