ჩეხეთის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, პრაღა სლოვაკეთის საზღვარზე უკანონო მიგრაციის ზრდაზე რეაგირების მიზნით, დროებით სასაზღვრო კონტროლს დააწესებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„უკანონო მიგრაცია ძირითადად სირიიდან, წელს 1200%-ით გაიზარდა. 2022 წლის დასაწყისიდან პოლიციამ 11,000 არალეგალი მიგრანტი დააკავა", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვიტ რაკუსანმა პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, შემოწმებები თავდაპირველად 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ევროკავშირის ცენტრალური ევროპის ქვეყნებმა და შენგენის ზონამ ლტოლვილის ომს გაქცეულ 400 000-ზე მეტ უკრაინელს მიანიჭეს სტატუსი, რომელთაგან დაახლოებით 300 000, სავარაუდოდ, ქვეყანაში რჩება და არ შედის არალეგალური მიგრაციის მონაცემებში.