კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან საუბარი შეეხო განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს, ევროკავშირსა და აშშ-ს, ომში საქართველოს ჩართვა და მეორე ფრონტის გახსნა სურთ.
- ანტიდასავლური რიტორიკა მიუღებელია, რომელიც არ მოგვწონს, ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, რომ მოსახლეობის 70% NATO-ს მხარდაჭერას და 75% პროცენტი ევროკავშირის მხარდაჭერას განაგრძობს.
„ეს ის საკითხია, რომელზეც ასევე ვისაუბრეთ. ანტიდასავლური რიტორიკა, რომელსაც ვხედავთ, მთლიანობაში ასევე შემაშფოთებელია და არ მოგვწონს. ამასთან, ძალიან მკაფიოდ ვხედავთ, რომ მოსახლეობის 70% NATO-ს მხარდაჭერას და 75% ევროკავშირის მხარდაჭერას განაგრძობს. გარკვეული სივრცე არსებობს პოლიტიკურ პოლარიზაციასა და იმ ერთიანობას შორის, რაც მოსახლეობაში არსებობს.
ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია, საზოგადოება როგორ რეაგირებს. ჩვენ გვჭირდება გზავნილების მიტანა, რასაც მე ვაკეთებ, მიმაქვს გზავნილები თქვენს ხელისუფლებასთან და პოლიტიკოსებთან. ფუნდამენტურია იმის გააზრება, რომ ასეთი ტიპის რიტორიკა საერთოდ არ გვეხმარება.
„ქართული ოცნების“ ოთხ ყოფილ დეპუტატზე, ამ თემაზე ვისაუბრე და წამოვჭერი ეს საკითხი. კრიტიკა, რომელსაც ისინი გამოხატავენ აშშ-ის ელჩისა და ევროკავშირის ელჩის მიმართ, ვუთხარი, რომ ეს სავსებით უსაგნოა.
პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი გაემიჯნა ამას. მან მკაფიოდ თქვა, რომ ამ რიტორიკას მხარს არ უჭერს. პრემიერის პოზიცია მოვისმინე. მთლიანობაში, ანტიდასავლური რიტორიკა მიუღებელია, რომელიც არ მოგვწონს“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
NDI-ის მიერ 16 სექტემბერს გავრცელებული კვლევით, ახალი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას 75% უჭერს მხარს, NATO-ში გაწევრიანებას 69% ემხრობა.