NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტის დროს საოკუპაციო ხაზთანაც იმყოფებოდა. Europetime-თან ექსზკლუზიურად, NATO-ს ოფიციალური პირი ხავიერ კოლომინას საქართველოში ვიზიტის დეტალებზე საუბრობს.
- ეს ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმის კვლავ დასადასტურებლად, რომ NATO მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; ასევე ალიანსში ქვეყნის გაწევრიანების მისწრაფებას.
ხავიერ კოლომინას ვიზიტი ასევე კარგი შესაძლებლობაა, განვიხილოთ იმ პრაქტიკული ზომების განხორციელების საკითხები, რომლებიც ივნისში, მადრიდში, NATO-ს სამიტზე საქართველოს მხარდასაჭერად შევათანხმეთ“, - განუცხადა NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს.
მოგვიანებით, ამასთან დაკავშირებით თავად კოლომინამაც გააკეთა კომენტარი.
„შთამბეჭდავი ვიზიტი დღეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ერგნეთში, სადაც ადგილზე დავინახე არსებულ რეალობა. NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება. განსაკუთრებულად აქტუალური გზავნილი რუსეთის მიერ ფიქტიური რეფერენდუმებისა და ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ“, - აღნიშნა თავის მხრივ, ხავიერ კოლომინამ Twitter-ზე განთავსებულ ტექსტში.
ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტისას უკვე შეხვდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს.