ბიჭვინთაში, თვითაღიარებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას და ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბჟანიამ ლუკაშენკოს ვიზიტი შეფასა.
„ეს იყო ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი დამოუკიდებელ აფხაზეთის რესპუბლიკაში და ამ ვიზიტის დიდ იმედებს ვამყარებთ. დარწმუნებული ვარ, ის ბიძგს მისცემს ჩვენს ურთიერთობას. განვიხილეთ არაერთი ეკონომიკური საკითხი. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა და ბელორუსის რესპუბლიკა დინამიურად განავითარებენ იმ ურთიერთობებს, რომლებიც დღეს აქ ყალიბდება“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.
ბელორუსის რესპუბლიკის მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარების საკითხზე, დე-ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა: „ბელორუსის რესპუბლიკის მეთაურის აფხაზეთში ვიზიტის ფაქტი ბევრს ამბობს - რომ ჩვენი დღევანდელ ეტაპზე ურთიერთობა ახალ ხასიათს იძენს, ჩვენს ურთიერთობებს ახალი იმპულსი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე. არ მინდა ამ საკითხზე წინასწარ საუბარი, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია, ფაქტია. კმაყოფილი ვარ შეხვედრით“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.
დღეს ღამით ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ აფხაზეთი დატოვა.