ევროპულმა კომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა. პაკეტი ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის ინიციატივაა დადგინდეს ახალი აკრძალვა რუსული პროდუქციის იმპორტზე, რითაც რუსეთს, შემოსავლების სახით, 7.5 მილიარდი ევრო დააკლდება.
ასევე, მისი შეთავაზებაა, გაფართოვდეს პროდუქციის სია, რომლის რუსეთში ექსპორტირება აღარ მოხდება. ეს შეეხება დამატებით მასალებს ავიაციისთვის და ელექტრონულ კომპონენტებს, ასევე სპეციფიკურ ქიმიურ ნაერთებს.
„ასევე, გთავაზობთ, აიკრძალოს დამატებითი მომსახურებები რუსეთისთვის, ევროკავშირის მოქალაქეებს აეკრძალოს ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნა რუსულ კომპანიებში“ , - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
სანქციების ახალი პაკეტი უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო რეფერენდუმების ჩატარებას უკავშირდება.