სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ „აღიარების“ გადაწყვეტილება. ამის შესახებ მან ოკუპირებულ აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს მის მიერ 2008 წლის შეთანხმების მიხედვით აღებული ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები კონფლიქტამდე არებულ პოზიციებზე, გააუქმოს აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების გადაწყვეტილება.
როგორც იცით, დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრელა განცხადება და დაგმო ლუკაშენკოს ვიზიტი, დამატებითი დეტალებისთვის, გთხოვთ, საქართველოს მთავრობას მიმართოთ“, - განაცხადა ნედ პრაისმა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.
შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.