აფხაზეთი საქართველოა - ბელორუსის საელჩოსთან აქცია ჩატარდა.
ოპოზიციურმა პარტიამ „გირჩი - მეტი თავისუფლება" 28 სექტემბერს, საღამოს, პროტესტი ალექსანდ ლუკაშენკოს „ვიზიტის“ წინააღმდეგ დააფიქსირა.
მედიის ცნობით, პარტიის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი და მხარდამჭერი თბილისში, ბელორუსიის საელჩოსთან პლაკატებით - „აფხაზეთი საქართველოა“ მივიდა. მათ ადგილზე მიიტანეს და დაწვეს ალექსანდრე ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინის ფოტოები.
შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.