ლუკაშენკოს „ვიზიტი“ ცხადყოფს მის სრულ დამოკიდებულებას რუსეთზე და არ ასახავს ბელორუსის ხალხის ნებას. შესაბამისი განცხადება ბელორუსის ოპოზიციონერმა ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ Twitter-ზე გაავრცელა.
„დიქტატორ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში, აჩვენებს მის პოლიტიკურად გაკოტრებას და სრულ დამოკიდებულებას რუსეთზე. ის არ ასახავს ბელორუსი ხალხის ნებას. ჩვენმა გაერთიანებულმა გარდამავალმა კაბინეტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საერთაშორისო საზოგადოება ლუკაშენკოს არ აღიარებს.