რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკები ყოველთვის არსებობს, მაგრამ ყველა გამოცდის შემდეგ უკრაინელებს ვეღარ შეაშინებენ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Interfax-Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ბირთვულ საფრთხეს ეხებოდა.
„რისკები ყოველთვის არის. ბირთვული პოტენციალის მქონე ასეთი მეზობლის არსებობისას, ყოველთვის არის იმის შესაძლებლობა, რომ ის ფსიქოზური გახდეს. რამდენია პროცენტულად? ვერ ვბედავ თქმას. მატარებლები ჰყავთ? დიახ მათ აქვთ. მისი ტარება შესაძლებელია ისკანდერებით, კალიბრებით და თვითმფრინავებით. მაგრამ როგორი ხარისხისაა და რა მდგომარეობაშია, ამაზე კითხვა მაქვს“, - განაცხადა რეზნიკოვმა.
ამასთან, რეზნიკოვმა გაიხსენა, რომ უკრაინამ რუსეთს ბირთვული პოტენციალი გადასცა თუმცა ახლა რა მდგომარეობაშია ეს შეიარაღება ინფორმაციას არ ფლობს.
„ეს ყველაფერი რუსეთს მივეცით. მაშასადამე, ისმის კითხვა: რა მდგომარეობაშია ეს ნაგავი რუსეთში? ჩვენი სატანის რაკეტები ჯერ კიდევ მოქმედებს რუსეთში, ჩვენ ისინი 40 წელზე მეტი ხნის წინ ვაწარმოეთ. ჩნდება კითხვა: ვინ ემსახურება ამ შეიარაღებას, რა საბუთების მიხედვით და რამდენი წლის წინ დამზადდა...ვინ არიან ინჟინრები... ამიტომ, შეიძლება დააჭირონ ღილაკს, მაგრამ შესაძლოა, იქვე აფეთქდეს “, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
21 სექტემრბის სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
ამავე დღეს პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.