რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ისევ აცხადებს, რომ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს „თუ რუსეთს ან მის მოკავშირეებს თავს დაესხმებიან ამ ტიპის იარაღით ან თუ საფრთხე დაეუმუქრება რუსეთის სახელმწიფოს არსებობას“.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედვედევი მსგავსი განცხადებით გამოდის.
ბოლოს მან 22 სექტემბერს განაცხადა, რომ „რუსეთის ფედერაციის დასაცავად“, უახლესი და ბირთვული იარაღის გამოყენება აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია.
რუსეთთან შეერთების შესახებ უკანონო კენჭისყრა ოთხ რეგიონში (ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ზაპოროჟიე), 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.
21 სექტემრბის სატელევიზიო მიმართვისას, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.
ამავე დღეს პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.