მნიშვნელოვანია, ბელორუსი, რომელიც იყო არაღიარების პოლიტიკის ერთგული ქვეყანა, ამ არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში დარჩეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თამჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში ბელორუსის პრეზიდენტ, ალექსანდრ ლუკაშენკოს „ვიზიტთან“ დაკავშირებით კითხვის პასუხად განაცხადა.
- ალექსანდრ ლუკაშენკო ასლან ბჟანიას: რუსეთი მზადაა, მხარში ამოგიდგეთ. მეგობრებთან ურთიერთობები უნდა გავამყაროთ
- მედიის ცნობით, ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა
„ვნახეთ, რომ იყო საკმაოდ ადეკვატური, მკაცრი რეაგირება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან, როდესაც დაიბარა ბელარუსის ელჩი და მოსთხოვა განმარტებები. ამიტომ, ვიმედოვნებ, რომ დიპლომატიური ნაბიჯები, რომელიც გადადგა, მათ შორის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და განცხადებები, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო, მივიდა ადრესატამდე და გვექნება ადეკვატური რეაქციები. საკმარისი არის, როდესაც ჩვენ ვნახავთ, რომ ბელორუსი არ გადაუხვევს არააღიარების პოლიტიკას, ვინაიდან ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, ერთი მხრივ, არ იმსახურებდა ამ ნაბიჯს და მეორე მხრივ, ეს არის უკიდურესი წითელი ხაზი, რაც შეეხება არაღიარების პოლიტიკას. ამიტომაც, იქნა შესაბამისი დიპლომატიური ინსტრუმენტები გამოყენებული, ჩვენი განცხადებები გაკეთებული და იმედი მაქვს, რომ ადრესატი ამას სათანადოდ აღიქვამს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
- ილია დარჩიაშვილი: ლუკაშენკოს ჩასვლა ბიჭვინთაში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევით მიუღებელია
- საქართველოში ბელორუსის ელჩი, ანატოლი ლისი ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.
ბელორუსის პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, ალექსანდრ ლუკაშენკო 28 სექტემბერს შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ისტორიულ ადგილებს ეწვია. „შეხვედრა გაიმართა „აფხაზურ მიწაზეც“. „ბელორუსის სახელმწიფოს მეთაურმა და ასლან ბჟანიამ ეკონომიკური პროექტები და ბელორუსსა და „აფხაზეთს შორის“ თანამშრომლობის სფეროები განიხილეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს ჩავიდა, რის შემდეგაც ბელორუსის ელჩი პროტესტის ნიშნად დაიბარეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.