ე.წ. ჭკვიანი კამერების სისტემა აღიქვამს რუსულ ნომრებს, თუმცა არის გარკვეული სამართლებრივი პრობლემა, როდესაც ვიდეოჯარიმით ხდება პირის დაჯარიმება, უნდა გაიგზავნოს მის საცხოვრებელ მისამართზე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
„ე.წ. ჭკვიანი კამერების სისტემა აღიქვამს ამ ნომრებს და ხდება ფიქსირება და დაჯარიმება, თუმცა არის გარკვეული სამართლებრივი პრობლემა, რაც გულისხმობს იმას, რომ როდესაც ვიდეოჯარიმით ხდება პირის დაჯარიმება, უნდა გაიგზავნოს მის საცხოვრებელ მისამართზე, ეს გარკვეულ სირთულეს ქმნის. რაზეც აქტიურად ვმუშაობთ, რომ ეს საკითხი დარეგულირდეს და ეფექტური აღსრულება მოხდეს. თუმცა ის, რომ „ჭკვიანი კამერები“ რუსულ ნომრებს ვერ აფიქსირებს ამ ინფორმაციას არ გიდასტურებთ, აფიქსირებს და ახდენს დაჯარიმებას. საუბარია აღსრულების მექანიზმების დახვეწაზე. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ“, – აცხადებს დარახველიძე.
შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.