დე ფაქტო, ჩვენ უკვე გავხდით NATO-ს მოკავშირე. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ვეხმარებით და ვიცავთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოსახლებისადმი მიმართვისას განაცხადა.
დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ უკრაინა NATO-ში დაჩქარებული წევრობისთვის განაცხადს წარადგენს.
თავის გამოსვლაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის რუსეთთან, მაგრამ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან.
ზელენსკის ვიდეომიმართვა მოჰყვა პუტინის სატელევიზიო მიმართვას და ცერემონიას, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.