აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსული გაზსადენების Nord Stream1-ისა და Nord Stream2-ის დაზიანებას მიზანმიმართული დივერსია უწოდა. მან ამის შესახებ ტელემიმართვაში განაცხადა.
„ეს იყო მიზანმიმართული დივერსიული აქტი. ახლა კი რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციასა და სიცრუეს. ჩვენ ვმუშაობთ მოკავშირეებთან, რათა დავადგინოთ ზუსტად რა მოხდა. ჩემი მითითებით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში ჩვენი მოკავშირეების დახმარება უკვე დავიწყეთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ბაიდენმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით უცნობია, რა მოხდა რუსულ გაზსადენებზე, მაგრამ განაცხადა, რომ ამ საკითხში რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის ნდობა არ შეიძლება.
The Times-მა ბრიტანეთის თავდაცვაში წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსეთმა, „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი სავარაუდოდ, წყალქვეშა დრონით დაბომბა.