ფლორიდის შტატში ქარიშხალ „იანს“ 47-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ფლორიდის, სამხრეთ კაროლინის, ჩრდილოეთ კაროლინისა და ვირჯინიის შტატებში მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, „იანი“ პოსტ-ტროპიკული ციკლონის დონემდე შესუსტდა, თუმცა საფრთხეს მაინც წარმოადგენს.
ქარიშხალმა დააზიანა ასობით სახლი.
- აშშ-ში, ფლორიდის შტატში ქარიშხალ „იანს“ 42 ადამიანი ემსხვერპლა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ქარიშხალ „იანის“ მოახლოების გამო, 30 სექტემბერს სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.