პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სტანისლავ ჟარინმა განაცხადა, რომ „ამჟამად პოლონეთში უკანონო შესვლა შეუძლებელია“.
მისივე განმარტებით, დღეს პოლონეთის საზღვარი ყველაზე კარგად არის დაცული ევროპაში.
დეპარტამენტის ცნობით, პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლა 120-მა ადამიანმა სცადა.
დამცავი ღობის სიგრძე, რომელიც ლიუბლინსკისა და პოდლიასკის სავოევოდოების ტერიტორიაზეა გადაჭიმული, 186,25 კმ-ს შეადგენს. მის აშენებას 49 ათასი ტონა ფოლადი დასჭირდა. 5,5 მეტრის სიმაღლის ღობე გამაგრებულია მავთულხლართებით.