პოლონეთმა ბელორუსის საზღვარზე დამცავი ღობის მშენებლობა დაასრულა

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ბელორუსის საზღვარზე დამცავი ღობის მშენებლობა დასრულებულია. პოლონელმა მესაზღვრეებმა ღობის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნეს.

ღობის მშენებლობა 2022 წლის იანვარში დაიწყო. დამცავი ღობის სიგრძე, რომელიც ლიუბლინსკისა და პოდლიასკის სავოევოდოების ტერიტორიაზეა გადაჭიმული, 186,25 კმ-ს შეადგენს. მის აშენებას 49 ათასი ტონა ფოლადი დასჭირდა. 5,5 მეტრის სიმაღლის ღობე გამაგრებულია მავთულხლართებით.

ცნობისათვის, ბელორუსის საზღვარზე დამცავ ღობეს ლიეტუვაც აშენებს. 500-კილომეტრიანი კედლის მშენებლობისთვის, რომელიც 2022 წლის სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს, 152 მილიონი ევროა გამოყოფილი. ღობეზე მავთულხლართიანი ბარიერებისა და ვიდეოთვალთვალის სისტემის დამონტაჟება იგეგმება.