კახეთში დაახლოებით ყურძნის მოსავლის 80 პროცენტი უკვე გადამუშავებულია და მევენახეებმა ყურძნის მიღება-გადამუშავებით, დაახლოებით 230 მლნ ლარის ღირებულების შემოსავალი მიიღეს, - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„რთველი კახეთში დასასრულს უახლოვდება. მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია. გადამუშავებულია 222 ათასამდე ტონა ყურძენი. გადამუშავებული ყურძნიდან 127 ათას ტონამდე რქაწითელია, 82 ათას ტონამდე საფერავი და დაახლოებით 5.3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. რთველის პროცესი ორგანიზებულად და შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, საკოორდინაციო შტაბს, ადგილობრივ ხელისუფლებას და შესაბამის სამსახურს, რომელიც რთველის პროცესშია ჩართული“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.