ესტონეთმა უკრაინელ სამხედროებს უპილოტო თვითმფრინავები (დრონები) გადასცა, რომელთა ქვეყნიდან გაყვანა მიმდინარე წლის ივლისში ორმაგი მოქალაქეობის მქონე კაცმა, რუსული არმიისთვის სცადა.
„ევროპული პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინაში ესტონეთის საელჩოდან იუწყებიან.
„გახსოვთ ესტონეთისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე კაცი, რომელიც უპილოტო თვითმფრინავების გატანას რუსული არმიისთვის ცდილობდა? გარდა იმისა, რომ დააკავეს, პოლიციამ ჩამოართვა ნაყიდი უპილოტო თვითმფრინავები და უკრაინის ჯარს გადასცა", - აცხადებენ საელჩოში.
რუსული არმიისთვის განკუთვნილი უპილოტო თვითმფრინავების ესტონეთიდან რუსეთში კონტრაბანდის მცდელობისთვის, ივლისში ტალინის სასამართლომ პსკოვის ოლქის მცხოვრებ ვლადიმერ შილოვს ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.