ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი არვიდას ანუსაუსკასი თვლის, რომ ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი კრემლის „სატყუარას წამოეგო“, რომელიც მსოფლიოს ბირთვული იარაღით აშანტაჟებს.
ამის შესახებ ანუსაუსკასმა თავის Twitter-ზე დაწერა.
„მას შემდეგ რაც პუტინმა ატომურ იარაღზე დაიწყო საუბარი, დასავლურ მედიაში გავრცელდა დეზინფორმაცია, „ბირთვული იარაღის ბადრაგის“ შესახებ. ეს არ არსებობს, მაგრამ კრემლის მიერ „ბირთვული ტემპერატურის“ აწევას „შიშის დივიდენდები“ მოაქვს. ილონ მასკი პირველია, ვინც ამ ანკესს წამოეგო“, - აღნიშნა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.
მანამდე ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, მასკს ტესლას მოპარული ბორბლების შესახებ ისტორიით უპასუხა.
მანამდე ილონ მასკმა, Twitter-ზე რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმა“ წარმოადგინა, სადაც უკრაინას ომის დასრულების სანაცვლოდ, ყირიმის დათმობა შესთავაზა.
ამერიკელი გამომგონებლის „ტვიტებმა“ კრიტიკის ტალღა გამოიწვია, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან.