"მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.05%-ით გაიზარდა", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 3.2 პროცენტიანი ზრდით.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 7.6%-ით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 4.0 პროცენტიანი ზრდით, რაც 2.32 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.