ფინეთში ლენინის ბოლო ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა

ფინეთში ვლადიმერ ლენინის ბოლო ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა. 

ესტონელი მოქანდაკის მატტი ვარიკას მიერ შექმნილი ბიუსტი ფინეთის ქალაქ კოტკას ცენტრიდან აიღეს. 

Yle-ის ცნობით, ურბანული დაგეგმარების ხელმძღვანელმა მარკკუ ჰანონენმა თქვა, რომ ძეგლის გადატანა „საკმაოდ რთული ტექნიკური ოპერაციაა“. მისივე თქმით, ბიუსტი ამწევი მოწყობილობის გამოყენებით სატვირთო მანქანის პლატფორმაზე ასწიეს.

ვლადიმერ ილიას ძე ლენინი პოლიტიკოსი, მარქსიზმის თეორეტიკოსი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელი, 1917 წელს რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი იყო.